მარტი 14 2022

სსიპ ქ. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისორი გიორგი თავაძე დაინიშნა.


მარტი 14 2022

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის, ფილიპო გრანდის ინფორმაციით, უკრაინა, ამ დრომდე, 2 698 280 ლტოლვილმა დატოვა.


მარტი 14 2022

მარიუპოლში ერთ-ერთი ორსული გარდაიცვალა, რომელიც რუსული სამხედრო ძალის ავიაიერიშის დროს სამშობიაროში იმყოფებოდა.


მარტი 14 2022

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 5 234 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 944 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  8.9%.


მარტი 13 2022
საქართველოს პარლამენტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი უკრაინაშია. “არ შემეძლო ისე მეცხოვრა, რომ სხვისი დარდი და განსაცდელისთვის თვალი ამერიდებინა. ახლა უკრაინა, ჩვენი ჭირის და ლხინის თანაზიარი უკრაინელები განსაცდელში არიან. იბრძვიან ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ. ამ ბრძოლის შორიდან ყურება არ შემეძლო” – წერს პარლამენტარი სოციალურ ქსელში.
 

მარტი 13 2022

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელეკომპანია "24"-ის ეთერში განაცხადა, იუწყება Censor.NET-ი.


მარტი 13 2022

მართლმადიდებლური სამყაროს სულიერი ლიდერი ბართლომეოს I უკრაინაში ძალადობის, სისხლისღვრისა და ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა და იქვე, უკრაინელები რუსული საოკუპაციო ძალებისადმი გამოვლენილი „ძლიერ წინააღმდეგობის“ გამო შეაქო.


მარტი 13 2022

უკრაინელმა სამხედროებმა, ომის 18 დღის განმავლობაში 13 ათასამდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს და ეს არის რუსეთის უდიდესი დანაკარგი, ვიდრე მას ჰქონდა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მის "ტელეგრამ" არხზე გამოქვეყნდა.


მარტი 13 2022

„ინსტაგრამი“ რუსეთში მუშაობას დღეს შუაღამიდან შეწყვეტს, მას შემდეგ რაც მისმა მფლობელმა „მეტამ” განაცხადა, რომ არ აკრძალავს მომხმარებელთა იმ შეტყობინებებს, რომლებიც რუსული ჯარების და ლიდერების სიკვდილს ეხება.


მარტი 13 2022

უკრაინის ქალაქ ირპინში ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ კიევის სამართალდამცავ ორგანოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.


გვერდი 668 სულ 1384
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.