ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში, „ევროპის მემკვიდრეობის დღეები”-სა და ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, გაიხსნა გამოფენა „ევროპული სამყარო და ქუთაისი“.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის 2021 წლის კონკურსში გაიმარჯვა.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტთან ერთად, საპარლამენტო მანდატსაც ტოვებს და პარლამენტიდან მიდის.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში "ომიკრონის" შტამთან დაკავშირებით მომზადებულ კვლევას აზიარებს და წერს:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ, უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამოღებულ იქნა, ისტორიული არტეფაქტი - საქართველოს მეფე დავით მეოთხე აღმაშენებლის პერიოდის მონეტა.
მონეტის ავთენტურობის დასადგენად საექსპერტო კვლევა ჩატარდა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.
ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად დადგინდა, რომ სპილენძისგან დამზადებული მონეტა მოჭრილია დავით მეოთხე აღმაშენებლის მიერ და არის ორიგინალი.
მონეტა არის უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღირებულების და მიეკუთვნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. მონეტის საბაზრო ღირებულება - შეუფასებელია.
დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ ლონდონშია დაცული.
მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, სათანადო პირობებში შესანახად და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იგი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რათა მსოფლიოს მიეცეს შესაძლებლობა იხილოს საქართველოში პირველად აღმოჩენილი მე-12 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი არტეფაქტი.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ასევე ამოღებულია, ისტორიული, კულტურული და მეცნიერული ღირებულების მქონე სხვადასხვა არტეფაქტი, რომელთა საბაზრო ღირებულების დადგენა შეუძლებელია.
ამოღებულ არტეფაქტებს შორის არის - 12 ერთეული ბეჭედი, ბრინჯაოს გულსაკიდი ზანზალაკი, 6 ერთეული ორიგინალი ღილი, სხვადასვა პერიოდის მონეტა, აღნიშნული მონეტებიდან 3 ნივთი წარმოადგენს საბჭოთა პერიოდს (XX ს), 3 მონეტა თარიღდება XIII საუკუნით.
აღსანიშნავია XIII საუკუნით დათარიღებული მონეტები, კერძოდ მონღოლური წარმოშობის ვერცხლის მონეტა, ზედწერილით - „დიდი მონღოლი ულუს ბეგი“, ასევე სპილენძის მონეტა რუმის სელჩუკი, რომლის ერთ მხარეს შემორჩენილია არაბული ზედწერილის ფრაგმენტი.
აღნიშნული არტეფაქტები ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 43 029 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 076 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.59%.
30 დეკემბერს, ქუთაისში, პრემიერ- მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, მთელი დღის მანძილზე გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს, ვითხოვთ უსაფრთხოების გარანტიებს, დაუყოვნებლივ და ახლავე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„აშკარაა, რომ დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის სტაბილურობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ამ მონაკვეთზე, ამ მიმართულებაზე, ჩვენ უნდა გავიგოთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობების გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით არანაირი სვლა აღარ უნდა მოხდეს. ბურთი მათ მხარეს არის, მათ რამე უნდა გვიპასუხონ. ამასთან დაკავშირებით, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად, ვხედავთ ჯერჯერობთ დადებით რეაქციას. ამერიკელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ მზად არიან ამ მოლაპარაკებებისთვის წლის დასაწყისში ჟენევაში. მოლაპარაკებებზე წარმომადგენლები ორივე მხრიდან დანიშნულები არიან. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია სწორედ ამ გზით განვითარდება. ჩვენი მოქმედებები დამოკიდებული იქნება არა მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე, არამედ დღეს და ისტორიული პერსპექტივით რუსეთის უსაფრთხოების უპირობო უზრუნველყოფაზე“,- განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, ნატო-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია.
„ჩვენ მკაფიოდ და ნათლად მივანიშნეთ, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით მოძრაობის გაგრძელება მიუღებელია. რა არის აქ გაუგებარი? ჩვენ დავაყენეთ რაკეტები აშშ-ის საზღვრებთან? არა, ეს აშშ თავისი რაკეტებით მოვიდა ჩვენს სახლთან, უკვე ჩვენი სახლის ზღურბლზე იმყოფებიან. ნუთუ ეს არის რამე გადაჭარბებული მოთხოვნა, აღარ დააყენონ არანაირი დარტყმითი სისტემები ჩვენ სახლთან? რა არის აქ უჩვეულო? როგორი დამოკიდებულება ექნებათ ამერიკელებს, ჩვენ რომ აშშ-სა და კანადის, ან აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე ჩვენი რაკეტები განგვეთავსებინა? რა, მექსიკა და აშშ-ს შორის არასდროს ყოფილა ტერიტორიული საკითხები? ვის ეკუთვნოდა ადრე კალიფორნია? ტეხასი? დაგავიწყდათ? კარგი ხომ, მიჩუმდა, არავის ახსენდება ეს ისე, როგორც ყირიმი ახსენდებათ. მშვენიერია. ვცდილობთ, არ გავიხსენოთ, თუ როგორ ყალიბდებოდა უკრაინა, ვინ შექმნა ის? ლენინმა, როდესაც საბჭოთა კავშირს ქმნიდა. თუმცა დავანებოთ თავი ისტორიას, ახლა საქმე ეხება უსაფრთხოების უზრუნველყოფას“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია არა მოლაპარაკებების მიმდინარეობა, არამედ მათი შედეგები.
„არაერთხელ მითქვამს, არც ერთი დიუიმით აღმოსავლეთით – გვითხრეს ჩვენ 90-იან წლებში. თავხედურად მოგვატყუეს. მოხდა ნატო-ს გაფართოების ხუთი ტალღა და ახლა უკვე რუმინეთში, პოლონეთში ჩნდება შესაბამისი სისტემები. ამაშია საქმე, ჩვენ კი არ ვემუქრებით ვინმეს. ჩვენ არ მივსულვართ აშშ-ის ან დიდი ბრიტანეთის საზღვრებთან. ჩვენთან მოვიდნენ. ახლა გვეუბნებიან, რომ უკრაინაც იქნება ნატო-ში, რაც ნიშნავს, რომ იქაც იქნება სისტემები. ამაშია საქმე. თქვენ კიდევ ჩემგან რაღაც გარანტიებს ითხოვთ. მე კი არა, თქვენ უნდა მოგვცეთ გარანტიები და თანაც დაუყოვნებლივ, ახლავე და არა ილაპარაკოთ ამაზე ათეულობით წელი“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.