"ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა დაჩქარდეს"
ომის დასასრულებლად დიპლომატიური ძალისხმევა უნდა დაჩქარდეს, ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობებს ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს მართავს მოსკოვში. ის ხვალ უკრაინაში გაემგზავრება. ჩვენ ვინარჩუნებთ ინტენსიურ დიპლომატიას. ამ პროცესში ჩვენ ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პოლონეთთან. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და თანამშრომლობას.
მოგეხსენებათ, 24 მარტს ბრიუსელში ნატო-ს ლიდერთა საგანგებო სამიტი გაიმართება. ამ სამიტზე ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ შესაძლებლობა, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები იქიდან, სადაც შევჩერდით. იმიტომ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პროცესი გრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.
სიახლეები
- ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო
- საარჩევნო ადმინისტრაციამ ახალი პროექტი „საარჩევნო მედია სკოლა“ დაიწყო
- ქვეყნის მასშტაბით 207 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა
- საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ