თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. საუბარია რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემებზე, რომლებიც თებერვლის დასაწყისიდან ითხოვდნენ ნებართვას, რათა ბოსფორის სრუტე გაევლოთ.
ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. განსაკუთრებულად დილას, ახალგაღვიძებულზე ყავა ყველაზე უკეთ აფხიზლებს ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფ ადამიანს. არჩევანი დიდია, თურქული, ხსნადი, დარიჩინით, სანელებლებით, კაპუჩინო... - მმმ, რთულია ამ დროს ცდუნებას გაუძლო.
გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
ამ ბლინებს გასაოცარ გემოს აძლევს სოკოსა და ბრინჯის გულსართი. აუცილებლად სცადეთ ბლინები სოკოთი და ბრინჯით, მთელი ოჯახი მადლიერი იქნება უგემრიელესი სადილის გამო. დამზადების დრო: 1 სთ 30 წთ.
ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, – ასე აფასებს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ შესაძლო გაერთიანებას.
უკრაინაში არსებულმა ვითარებამ მსოფლიო ინსტიტუტების წარუმატებლობა აჩვენა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
ვის რა მოეწონება და ვინ როგორ აგვიქნევს ხელს, საქართველოს ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ასე არ აპირებს თავისი საქმიანობის გაგრძელებას, განსაკუთრებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.
გრილ საღამოს ნამდვილად მოუხდება ეს ცხელი და ვიტამინებით გაჯერებული გემრიელი სუპი.
პოლარიზაციის შემცირება ზღაპარია, ილუზიებში ცხოვრებას არ ვაპირებ, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.
