2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში, მინდობით აღზრდაში 1475 ბავშვი იმყოფება, რომელთა დაფინანსებისთვის სექტემბრის თვეში 1 020 275 ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს.
ბოლო 4 წლის განმავლობაში, მწეველთა შორის თამბაქოს მოხმარება 10%-ით შემცირდა. როგორც „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იმ კომპლექსური რეფორმების შედეგია, რომელიც თამბაქოს მოხმარების კონტროლის მიმართულებით განხორციელდა.
სუსხიან დღეებს უგემრიელესი ვაშლის შტრუდელი უხდება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ არ ყოფილა ინფორმირებული. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მთავარი ჩემთვის ისაა, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი - ცხადია, რომ არის - ვიხდი სასჯელს, რომელიც არ მეკუთვნის და ამის გაცნობიერება მაძლიერებს,- ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც მისი, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბოლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს ბევრი ამბობს უარს ჩვეულებრივ საპონზე და უფრო რბილ საშუალებას - შხაპის გელს ამჯობინებს.
ოპოზიციური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას.
ევროპაში ბირთვული იარაღის გამოყენება მხოლოდ ერთ სუბიექტს შეუძლია - რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და არა უკრაინას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც.
