" ბიჭები წინ მიიწევენ, რუსები კი ხომალდების გზას მიუყვებიან"- ვოლოდიმირ ზელენსკი
რაც შეეხება ფრონტს, ბიჭები წინ მიიწევენ, რაც შეეხება მარცვლეულს - გემები გზაში არიან, რაც შეეხება ოკუპანტებს, ისინიც გზაში არიან, ხომალდების გზას მიუყვებიან! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა, რომელიც უკრაინას ბრძოლის ველზე ვერ ამარცხებს, ენერგოინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა და ამ გამოწვევის გადალახვა უკრაინის ეროვნული ამოცანაა.
„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ეროვნული ამოცანაა, გავუძლოთ რუსეთის ენერგეტიკულ ტერორს და ასეთ გამოწვევას. ის ფაქტი, რომ რუსეთმა ენერგო ინდუსტრიის წინააღმდეგ ტერორს მიმართა, მტრის სისუსტეზე მეტყველებს. ისინი ვერ ამარცხებენ უკრაინას ბრძოლის ველზე და ამიტომ ცდილობენ ჩვენი ხალხის გატეხვას ამ გზით - დაამცირონ უკრაინელები, დაარტყან ჩვენი ხალხის მორალს, ჩვენი ხალხის წინააღმდეგობას. მე მჯერა, რომ რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
სიახლეები
- ,,არანაირი მტკიცებულება არაა, უბრალოდ, ჩაყრილია სხვადასხვა საჯარო გამოსვლა, 20-მდე პოლიციელის ტყუილი ჩვენებები"- ზურაბ ჯაფარიძე
- ,,ელენე ხოშტარიას საკუთარ შვილებზე რომ ეფიქრა, ქვეყანას რევოლუციას არ მოუწყობდა"- ნინო წილოსანი
- ,,ელენე ხოშტარია არანაირი პოლიტიკური ოპონენტი არ არის, ჩვეულებრივი ხულიგანია"- გურამ მაჭარაშვილი
- უნგრეთი უკრაინისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს
- ,,ფარისევლობა არის ის, რომ ვითომ ილია მეორე უყვარდათ და ახლა კი მის არჩევანს ასეთ ბინძურ კამპანიაში ხვევენ"- ნინო წილოსანი
