საქართველოს ტერიტორიაზე, მომხმარებლის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის, დარღვევის პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობის, ფაქტების გამოვლენისა და სათანადო რეაგირების მიზნით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო პირველი ნოემბრიდან განაცხადების მიღებას და განხილვას იწყებს.
დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ამოქმედდება.
„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერც მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.
ადამიანს ეკუთვნის საკუთარი სხეული. ვეძებ კანდიდატებს, რომლებიც იქნებიან ჩემი თანამოაზრე და იტყვიან, რომ ნამდვილად ეკუთვნის ადამიანს თავისი სხეული და მას არ ჰყავს თანამესაკუთრეები, ისეთი, როგორიც არის: საზოგადოება, სახელმწიფო და ა.შ. ჯერ ასეთი კანდიდატი ვერ ვიპოვე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სახალხო დამვბელობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ინდოეთში საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევის შედეგად მსხვერპლის რიცხვი 141-მდე გაიზარდა.
რუსეთის მიერ „მარცვლეულის შეთანხმების“ შეჩერების შემდეგ, მსოფლიოში ისევ გაძვირდა ხორბალი და სხვა პროდუქტები. სააგენტო Bloomberg-ის ინფორმაციით, ორშაბათს, ვაჭრობის დაწყებისას, ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასი 7.7%-ით გაიზარდა და ერთი ბუშელი თითქმის 9 დოლარი გახდა. მოგვიანებით, სინგაპურის ბირჟაზე ხორბლის ფასის 5.6%-იანი მატება დაფიქსირდა. სიმინდი 2.8%-ით გაძვირდა, სოიოს ზეთი კი - 3%-ით.
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა.
ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.
მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის" „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების საკითხის შეფასებისას.
უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ზუსტი დარტყმების შედეგად, დონეცკის ოლქის მაიორსკის დასახლებულ პუნქტში 300-მდე ოკუპანტი განადგურდა, რომლებიც მორიგი თავდასხმისთვის ემზადებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
