რამდენი ჭიქა ყავის დალევა შეიძლება დღეში - რა მოხდება თუ ნორმას გადააჭარბებთ
ადამიანების დიდ ნაწილს ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ყავის გარეშე. განსაკუთრებულად დილას, ახალგაღვიძებულზე ყავა ყველაზე უკეთ აფხიზლებს ჯერ კიდევ ძილ-ბურანში მყოფ ადამიანს. არჩევანი დიდია, თურქული, ხსნადი, დარიჩინით, სანელებლებით, კაპუჩინო... - მმმ, რთულია ამ დროს ცდუნებას გაუძლო.
დადებითი თვისებები
კოფეინი - ძლიერი აღმგზნებია, რომელიც პირველ რიგში ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ახდენს გავლენას. ააქტიურებს ტვინის აქტივობას, გხდით უფრო მობილიზებულს, აუმჯობესებთ საქმიანობის ხარისხს, ყურადღებიანი და კონცენტრირებულები ხდებით
მაგრამ...
როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ჭარბი რაოდენობით კოფეინის მიღებამ შესაძლოა მთელი რიგი გართულებები გამოიწვიოს ორგანიზმში. 24 საათის მანძილზე ორი, სამი ჭიქა ყავის დალევა ნორმალურია, მაგრამ რა მოხდება მაშინ თუ დალევთ ოთხ, ხუთ ან მეტ ჭიქა ყავას?

უარყოფითი თვისებები
ექსპერტები თანხმდებიან რომ დღეში მხოლოდ 300 მგ კოფეინის მოხმარებაა დაშვებული. ყავის დიდი რაოდენობით მიღებას განსაკუთრებულად მოზარდები უნდა ერიდონ, რომლებიც ასევე რამდენიმე ჭიქა ყავას მიირთმევენ.
ყავის რაოდენობა უნდა შეამცირონ ორსულმა ქალებმაც, ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული კოფეინი.
რას იწვევს დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება?
ყოველ დღე 300 მგ-ზე მეტი კოფეინის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს "კოფეინის შფოთვა", რა დროსაც ადამიანი ძალიან გაღიზიანებულია, აქვს გაუაზრებელი შფოთვა, უძილობა. ასევე იწვევს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს.
კოფეინს გააჩნია შარდმდენი ეფექტი და თუ წყალს დიდი რაოდენობით არ მიირთმევთ შესაძლოა ორგანიზმის დეჰიდრატაცია გამოიწვიოს.
როგორ შევამციროთ ყავის რაოდენობა დღის განმავლობაში
თუ ძალიან გიჭირთ ყავის გარეშე და ეს უკვე ჩვევად გექცათ, ფაქტია, რომ უარის თქმა ან ზემოთმოყვანილ პრობლემებთან შეგუება მოგიწევთ, რაც ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
მაგრამ თუ გადაწყვიტეთ ყავის დღიური ნორმა შეამციროთ პირველ დღეებში კუნთების გაუგებარ ტკივილს იგრძნობთ, რაც ერთ კვირაში სრულად გაგივლით, მაგრამ დისკომფორტის მოსახსნელად, ჩვეულებრივი ყავა შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ უკოფეინო ყავით.

სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი