ნოემბერი 18 2022

მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად მივიდნენ.


ნოემბერი 18 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6 პროცენტი შეადგინა.


ნოემბერი 18 2022

ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს, რომ მისმა ორგანიზაციამ დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნაზე მუშაობა. ჯიშკარიანის თქმით, დასკვნის მიხედვით, სააკაშვილი "სასწრაფოდ საჭიროებს სრულყოფილ დიაგნოსტიკას და მკურნალობას."


ნოემბერი 18 2022

გურამიშვილის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10-მდე მანქანა დაზიანდა, მათ შორის - ერთი ავტობუსი. შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.


ნოემბერი 17 2022

აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიას უკვე აქვს 218 მანდატი კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რაც ნიშნავს, რომ დემოკრატებმა უმრავლესობა დაკარგეს.


ნოემბერი 17 2022

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „რესპუბლიკელებს“ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვებას ულოცავს და აცხადებს, რომ მზადაა, ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად მათთან ერთად იმუშაოს.


ნოემბერი 16 2022

გამიხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარედ, მეტად გავერთობით, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.


ნოემბერი 16 2022

მეტი ეკლესია კი არ უნდა ვაშენოთ ამ მცირერიცხოვან ქვეყანაში, არამედ მეტი სკოლა, ეს არის წარმატებისა და ბედნიერების ფორმულა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.


ნოემბერი 16 2022

ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", წევრ ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა - პარლამენტმა ამ საკითხზე დღეს, 16 ნოემბერს, იმსჯელა.


ნოემბერი 16 2022

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების ახალი მექანიზმის (DRG) შესახებ კლინიკების 80-90 % პაციენტებს არასწორ ინფორმაციებს აწვდიდა.


გვერდი 514 სულ 989
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.