კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მარტიდან დღემდე ყველა ტიპის საწვავზე ღირებულება ლარზე მეტით არის შემცირებული. ირაკლი ლექვინაძის განმარტებით, მომავალში ფასის დაკლება კვლავ მოსალოდნელია.
რუსეთის დამარცხება უალტერნატივოდ უნდა დარჩეს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
უკრაინული და რუსული მხარეები უკრაინის ქალაქ სოლედარში არსებული მდგომარეობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ.
კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა კლინიკის ექთანს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, პირადი მონაცემები გამოართვა.
თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პირდაპირ ხელს ადებენ ვანო მერაბიშვილს, რომ მისი გავრცელებული ჩანაწერია, ჩვენ ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
სააკაშვილი სისტემამ მოწამლა, არ ვაბრალებ ამ დაწესებულებას, „ვივამედში“ ყველაფერი კეთდება, რომ გამოაკეთონ, თუმცა ობიექტური მიზეზების გამო პირიქით ხდება, მას შემდეგ, რაც ეს თემა გახდა საერთაშორისო, ასე ჩუმად მოკვლა ვეღარ მოხდა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
ახალი წლის ღამე ფანჯრიდან გასროლილი მაშხალის გარეშე საქართველოში უჩვეულოა. არადა, ყოველ დღესასწაულზე, პიროტექნიკის აფეთქების გამო, სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობით, ათობით ადამიანი ხვდება საავადმყოფოში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულთა სტატისტიკა მცირდება, გამონაკლისი არც 2023 წელი ყოფილა.
ბროუდერი ვინ არის „დაგუგლონ“ მაინც, ვიდრე გამოვლენ და იდიოტობას იტყვიან, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ "მაგნიტსკის სიის" ავტორის უილიამ ბროუდერის განცხადებაზე გაკეთებულ კომენტარს, რომ „ბროუდერის განცხადება ლობისტური კამპანიის კომპონენტია“.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ აზნაურაშვილმა 2022 წლის მიწურულს გამოსცა ბრძანება, რომლითაც გაიზარდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია.
