"ეს კინო არ არის, მიჭირს გითხრათ თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას"
კონტრშეტევა კინო არ არის, მიჭირს გითხრათ, თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ეს კინო არ არის, მიჭირს გითხრათ თუ როგორ დაინახავთ კონტრშეტევას. მთავარია, რომ ეს რუსეთმა დაინახოს, და არა მხოლოდ დაინახოს, არამედ იგრძნოს. განსაკუთრებით, როდესაც იმ ჯარებზე ვსაუბრობთ, რომლებმაც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს. სწორედ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია არის კონტრშეტევის შედეგი. როდესაც იგი მოხდება, მიხვდებით, რომ იგი ხდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ომის გამო უკრაინას ჯერ არ შეუძლია ნატოში გაწევრიანება.
ამავდროულად, მისი თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებში ნათლად უნდა ეწეროს, რომ ისინი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებამდე მოქმედებს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
