პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უყარა და ვერ აირჩია სახალხო დამცველი. წარდგენილი 19 კანდიდატიდან ყველა ჩავარდა.
თეთრ სახლში ვიზიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესში მივიდა. ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი დემოკრატებისა და რესპუბლიკელების ლიდერებს შეხვდა როგორც სენატიდან, ისე წარმომადგენელთა პალატიდან. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას ესწრებოდა ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისიც.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“.
მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ სააკაშვილის მოწამვლის საკითხთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მალხაზ ურთქმელიძის განმარტება მისთვის მისაღები არ არის.
საკანონმდებლო მაცნეზე "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ" მთავრობის დადგენილება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ვაშინგტონში გაემგზავრა.
დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოსთვის, დახმარების სახით, არანაკლებ 132 მილიონ 25 ათასი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ.
