ძალიან გულდასაწყვეტია კასიანოვის მოქმედებები, პოზიცია და განცხადებები. შთაბეჭდილება მრჩება, რომ კასიანოვს თავის თავზე აქვს აღებული მისია, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააფუჭოს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, იგონებს თემებს, რითი შეიძლება, ცეცხლზე ნავთი კიდევ უფრო დაასხას უკრაინასა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მგონია, კასიანოვის განცხადება იმის საფუძველია, რომ საქართველოდან პირადად მისი ევაკუაცია მოხდეს მაშინ, როდესაც უკრაინელ დევნილებს ჩვენ საერთაშორისო ფინანსური დახმარების გარეშე მხარდაჭერასა და დახმარებას ვუწევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად, მისი ორიგინალი ვერსია, – ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.
ადამ კინზინგერის განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს, საწყენია, ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
21-ე საუკუნის საქმიანი ქალისთვის შილაკი ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენაა, რადგან ჩვეულებრივი ლაქისგან განსხვავებით, ფრჩხილები დიდი ხნით ინარჩუნებს ფორმას, მდგრადია და მოვლილად გამოიყურება.
ერთ დღეში ორი მკვლელობა მოხდა ამერიკის კალიფორნიის შტატში. ქალაქ ჰაფ-მუნ-ბეიში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა კაცმა 7 ადამიანი მოკლა, 1 მძიმედ დაჭრა და დაახლოებით 2 საათის შემდეგ, პოლიციას თავად ჩაბარდა. ის 67 წლის ადგილობრივი მკვიდრი ჩჟაო ჩუნლია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
უკრაინის პრეზიდენტის 23 იანვრის ბრძანებით, სანქცირებულთა ახალი 22-კაციანი სია გამოქვეყნდა, რომელშიც ერთი, წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ ყიფშიძეა.
ბატონი ივანიშვილი არის გახარიას კალიბრი, ყველა დანარჩენი რიგითი, მოლაპარაკე უმეტესწილად, თუთიყუშები, ან არაკომპეტენტური სათამაშოები არიან, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ქემოკლიძემ განაცხადა.
"საჩუქრების” წამოძახებაზე გადავიდნენ. ეს ყველაფერი, გარდა იმისა რომ მდაბიო საქციელია, უამრავი ტყუილით, სპეკულაციით და ცილისწამებითაა სავსე, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
ირანში კვლავ დააკავეს მედიის წარმომადგენლები. როგორც გაზეთი „ეთამადი“ იტყობინება, სამი ჟურნალისტი ქალი თეირანში, ევინის ციხეში მოათავსეს.
