შვეიცარიის პარლამენტმა უკრაინისთვის იარაღის გადაცემაზე უარი განაცხადა
შვეიცარიის პარლამენტმა - ნაციონალურმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებდა მესამე ქვეყნების მიერ, მათ განკარგულებაში არსებული შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემას. უსაფრთხოების პოლიტიკის კომიტეტის მიერ მომზადებულ, Lex Ukraine-ის სახელით ცნობილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა უმეტესობამ, 98-მა დეპუტატმა. თანახმა იყო 75, ხოლო 2-მა თავი შეიკავა.
მანამდე, შვეიცარიის მთავრობამ გერმანიას, ესპანეთს და დანიას უარი უთხრა მათ არსენალში არსებული შვეიცარიული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემაზე იმ მოტივით, რომ ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალულია საბრძოლო მოქმედებების ზონაში იარაღის გაგზავნა. შესაბამისად, პარლამენტში დადგა საკანონმდებლო ცვლილების საკითხი, რომელსაც 1 ივნისს გამართულ სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
ნეიტრალური სტატუსის მქონე შვეიცარიის კანონებით, მის მიერ წარმოებული იარაღის რეექსპორტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი. მაგალითად, თუ გაეროს უშიშროების საბჭო დაგმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს. ეს ვარიანტი გამორიცხულია, რადგან რუსეთს საბჭოში ვეტოს უფლება აქვს.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
