„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ურეკავს რეგიონებში საკრებულოს წევრებს და სთხოვს, რომ მისი მხარდამჭერი ბრიფინგები ჩაატარონ.
გასულ, 2022 წელს, საქართველოსთვის სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. სავაჭრო ბრუნვის (19 042,9 მლნ აშშ დოლარი) 37,6 პროცენტი ამ ქვეყნებზე მოდის.
ფაქტობრივად ყველა ვუყურებთ იმას, თუ როგორ კლავენ ადამიანს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით პროცესი მიმდინარეობს.
არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს საგარეჯოში სროლის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მისი განცხადება "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
თავდამსხმელი, რომელიც საგარეჯოს ცენტრში ისროდა, ყოფილი სამხედრო ნოდარ ათუაშვილია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის, 1985 წელს დაბადებული ოთარ ღვინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი საგარეჯოში, ერთ-ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოდან სროლის შესახებ მიღებულ გამოძახებაზე კოლეგასთან ერთად გამოცხადდა. თავდამსხმელმა პოლიციელებს ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინიდან ცეცხლი გაუხსნა. მიყენებული ჭრილობების შედეგად პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ოთარ ღვინაშვილი გარდაიცვალა. საგარეჯოში მომხდარის შედეგად გარდაცვლილია პოლიციის თანამშრომელი, ოთხი მოქალაქე და ასევე, თავდამსხმელი. სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით გრძელდება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
41-მდე გაიზარდა უკრაინის ქალაქ დნეპრში, საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, დღეს, ნანგრევებში იპოვეს კიდევ ერთი, მეოთხე ბავშვის ცხედარი.
2022 წლის დეკემბერში კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულის ოდენობა. წინასაახალწლოდ გზავნილების მოცულობა აღემატება უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში გადმორიცხული თანხების რეკორდულ მაჩვენებელსაც კი.
