თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის მკვიდრი, 23 წლის ლევან ღვინიაშვილი, თბილისში, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცის ცხედარი, 1 აპრილს დილით, სახლის დიასახლისმა საწოლში ნახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი ბოლო წლების განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად, ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

წაკითხვა 31 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.