რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, მაგრამ 2021 წელთან შედარებით კვლავ მაღალია - TI
შარშან საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შემცირდა, თუმცა 2021 წელთან შედარებით მაინც გაზრდილია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება უმთავრესად ფულადი გზავნილების შემცირებამ გამოიწვია.
შარშან ჯამში რუსეთიდან 1.5 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წელთან შედარებით 26%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლის მაჩვენებელს 3.7-ჯერ აღემატება. ფულადი გზავნილების ასეთი ზრდა რუსი მიგრანტების საქართველოში შემოსვლამ გამოწვია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეკონომიკური ბერკეტები საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა. ამის მაგალითად, TI-ის 2006 წელი მოჰყავს, როდესაც რუსეთმა საქართველოს ჯერ ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოწოდება შეუწყვიტა, შემდეგ კი პროდუქციის ექსპორტი აკრძალა.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 11 552 კომპანია დაარეგისტრირეს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჯამში 26 339 კომპანიაა რეგისტრირებული, თუმცა რეგისტრირებული კომპანიების 96% ინდივიდუალური საწარმოა. TI-ის შეფასებით, კომპანიების რეგისტრაცია მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის გადმოვიდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
