" გუნდი ერთიანია, მთლიანი და ვეტო დაძლეული იქნება - თუ ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება, მზად ვარ, დამასანქცირონ" - რიმა ბერაძე
გუნდი ერთიანია, მთლიანია. პირველ, მეორე და მესამე მოსმენაზეც გუნდი იყო ერთიანი. გუშინ, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვეტო იქნა დაძლეული, რა თქმა უნდა, დღესაც ვეტო იქნება დაძლეული, გუნდში მტკიცე ერთიანობაა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რიმა ბერაძემ „პალიტრანიუსს“ განუცხადა.
რაც შეეხება ფაქტს, ელოდება თუ არა, ის სანქციების ამოქმედებას, ბერაძე პასუხობს, რომ აღნიშნულისთვის მზად არის.
„ამაზე დიდი ხანია გვესმის, გვემუქრებიან ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, თუ ჩემს ქვეყანას სჭირდება ჩემი დასანქცირება და ჩემი ქვეყანა უკეთესად ივლის ამ გზით, რასაც ჰქვია ვეტოს დაძლევა და ამ კანონის მიღება, მე მზად ვარ, რომ დამასანქცირონ“, - აცხადებს ბერაძე.
კითხვაზე, თუ რას უპასუხებს ოპონენტებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მხარდაჭერა, ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, ბერაძე პასუხობს, რომ ამას „ისტორია აჩვენებს“.
„ამ კანონით მიმაჩნია და ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი, ქვეყანაში გამჭვირვალობა იქნება, ასევე ყველაზე მთავარი - შენარჩუნდება მშვიდობა, რისთვისაც ჩვენი გუნდი იბრძვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდი მზად არის, ქვეყანაში მშვიდობა და უკეთესი მომავალი იყოს“, - განაცხადა ბერაძემ.
სიახლეები
- ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ თანამედროვე მრავალფუნქციური პარკი მოეწყობა
- “ასეთ რა ჰონორარებს იღებს მისი ოჯახი; ასეთი ჩარიცხვები ხშირად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ე.წ. მშვიდობიან დამხობებს” - კახიანი ელენე ხოშტარიაზე
- “შემიძლია, პაატა ბურჭულაძეს სანაძლეო დავუდო – 4 ოქტომბერს, 20:00 საათზე ხელისუფლება ბურჭულაძეს თუ არ გადაეცა, მაშინ მან „ღვინოვ კახურო“ იმღეროს” - გურამ მაჭარაშვილი
- “2012 წლის შემდეგ, ახალი საცხოვრებელი, დაახლოებით, 39 000-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, ამ მიმართულებით გამოყოფილი ბიუჯეტი 25 მლნ ლარიდან 240 მლნ ლარამდეა გაზრდილი” - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში ნარკოტესტზე გადაყვანილმა მოქალაქეებმა ექიმები და პოლიციელები სცემეს