ოქტომბერი 07 2024

2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი.


ოქტომბერი 07 2024

ნატოს და ევროკავშირის წევრი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ ნატოში უკრაინის გაწევრება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი გახდება. ფიცოს თანახმად, სანამ ის პრემიერ-მინისტრია, სლოვაკეთი არ დასთანხმდება ნატოში უკრაინის მიღებას. როგორც გერმანული DW წერს, ფიცომ ეს განაცხადა 6 ოქტომბერს, სლოვაკეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში.


ოქტომბერი 07 2024

“მინდა ვიყო მკაფიო, სალომე ზურაბიშვილის იმ სურვილთან დაკავშირებით, რომ თურმე მან არჩევნებამდე უნდა, ფაქტობრივად, “დანიშნოს” მომავალი პრემიერ-მინისტრი და თურმე მის მიერ შემოთავაზებული პიროვნება ყველა პარტიამ უსიტყვოდ და მორჩილად მოიწონოს”, – წერს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.


ოქტომბერი 04 2024

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა  საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.


ოქტომბერი 04 2024

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, პრეზიდენტმა ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონისთვის ვეტოს დადება ვერ გაბედა, თუმცა, ვერც ხელის მოწერა შეძლო.


ოქტომბერი 04 2024

სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.


ოქტომბერი 04 2024

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გორი – რუისის მონაკვეთზე. ერთი პირი დაიღუპა და ოთხი მსუბუქად დაშავდა.


ოქტომბერი 04 2024

გულწრფელად იმედი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ჩვენ ძალიან სწრაფად ვიმუშავებთ ერთად საქართველოს ახლად არჩეულ მთავრობასთან, რათა ხელახლა დავიწყოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესი, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა.


ოქტომბერი 04 2024

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”.


ოქტომბერი 04 2024

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


გვერდი 310 სულ 967
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.