"საგარეო მიმართულებით ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას"- კახა კალაძე
„ქვეყანაში გვექნება მშვიდობა. რაც შეეხება საგარეო ურთიერთობებს, საგარეო მიმართულებითაც ყველაფერი დალაგდება და ყველაფერი იქნება ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას, როდესაც მას ამერიკელი კონგრესმენისა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, ჯო უილსონის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით ბოლოს გაკეთებულ განცხადებებსა და ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოლოდინებზე ჰკითხეს.
თბილისის მერის თქმით, დამარცხებული ოპოზიციის სასიკეთოდ არაფერი არ ხდება. ქვეყანაში იქნება მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება.
„რაც შეეხება დამარცხებულ გაუბედურებულ, გაფარჩაკებულ ოპოზიციას, მათთვის სასიკეთო არაფერი არ ხდება, მერწმუნეთ. არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ისინი არიან დამარცხებული, ჩვეულებრივი „ლუზერები“. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, მინდა, დაგარწმუნოთ ყველა და ვუთხრა ქვეყნის მოსახლეობას, რომ ქვეყანაში გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, კეთილდღეობას იგრძნობს თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
