ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოდის ინიციტივით, რომლის მიხედვით, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურზე, გარკვეული დროით, წილების 50%-ზე მეტის ფლობა მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეეძლება, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ სუბიეტებს კი, ანაკლიის პორტში წილის ფლობა აეკრძალებათ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, მედიასაშუალების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების პერსონალური მონაცემების სავარაუდოდ კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავების მიზანი გაუგებარია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, "ჩვეულებრივი ტყუილია, თითქოს საქართველოს ვინმე 14 მილიარდ ევროს ან რაღაც თანხას აძლევს".
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდეტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, მას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის 24 საათში დასრულება შეუძლია.
დონალდ ტრამპი რომ პრეზიდენტი ყოფილიყო, პუტინი ახლა კიევში იჯდებოდა, იმიტომ, რომ პუტინის დღის წესრიგში არ არის მხოლოდ უკრაინა, - ამის შესახებ აშშ-ის „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა მეტოქესთან, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატსა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
რომან გოცირიძე თვითონ რომ აღარც ლეღვის ფოთოლი და არაფერი აღარ არის, ცდილობს, ამ განცხადებებით შეურაცხყოფა მიაყენოს ადამიანებს, რომლებმაც სტრატეგიული ამოცანის შესრულებაზე უნდა იზრუნონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებას, რომელიც მან “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის ოცეულზე საუბრისას გააკეთა.
ლამაზი ფასადური სახეები - ცნობილი და აღიარებული სპორტსმენები, საყვარელი ადამიანები, „ქართული ოცნების" პოლიტიკურად მახინჯ სხეულზე ლეღვის ფოთლის როლს შეასრულებენ - საქართველოს პარლამენტის ისტორიაში წარმატებული სპორტსმენი არავის უნახავს , - ასეთია "ევროოპტიმისტების" წევრის რომან გოცირიძის პოზიცია იმ ახალ სახეებთან დაკავშირებით, ვინც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში წარადგინა.
„ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ. რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას, კოჭი გადამიბრუნდა და ტკივილგამაყუჩებლით ვთამაშობდი. ამიტომ, ბოლომდე ვერ შევძელი, რისი გაკეთებაც მინდოდა”, – ასე ეხმაურება ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ერთა ლიგაზე ალბანეთის დამარცხებას.
ეს გუნდი მომდევნო ოთხი წელი ჩვენს ქვეყანას მოემსახურება და ქართულ ინტერესებს გაატარებს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის თემაზე კომენტირებისას.
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ჩაქვის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – შედეგად, დაშავებულია სამი ადამიანი.
