საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის, ხოლო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ოქროს მონეტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.
მინდა დღევანდელ ხელისუფლებას – „ქართულ ოცნებას“ ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი“ ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას ეხმაურება.
15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება- ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სააკაშვილთან დაკავშირებით სხვა მნიშვნელოვანი საქმეების განხილვა მიმდინარეობს და პრეზიდენტის შეწყალებას აზრი არ ექნება, რადგან მისი გამოშვება ვერ მოხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
ამერიკელმა რესპუბლიკელებმა უმრავლესობის შენარჩუნება შეძლეს შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. ამის შესახებ ტელეკომპანიები CBS News-ი და CNN-ი იუწყებიან.
რომც არ გსურდეთ ამის მიღება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კორექტულად იქნა ჩატარებული, ეს დემოკრატიული არჩევნები იყო მკაფიო გამარჯვებულით, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა.
ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა.
,,ოპოზიცია არათუ მტკიცებულებებს არ წარადგენს პროკურატურაში, არამედ სიტყვიერადაც კი ვერ აჯერებს საკუთარ ამომრჩეველს (არჩევნების გაყალბებას) – მილევად რეჟიმშია თუნდაც ის მუხტი, რომელიც ამ აქციების პროცესში აქვთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
,,მოსაწონი და შესაქებია პატარ-პატარა აქციები, მაგრამ ნუ ვიქნებით მხოლოდ ერთ დიდ აქციაზე ორიენტირებული”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
