December 22, 2025

ოქტომბერი 22 2024

ჯენზი თაობის წარმომადგენლის, „ნაცებისგან“ ბავშვობაწართმეული თედო ბიტბუნოვის ბულინგის მცდელობის შემდეგ ახლა სტარტს აღებინებენ ჩვენი გმირი ფეხბურთელების ბულინგის კამპანიას. აქაც მხოლოდ იმის გამო, რომ „ქართული ოცნების“ კლიპში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 22 2024

პარტიის, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია მუქარად აღიქვამს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მისი და მისი თანაგუნდელების გასამართლებაზე. გახარიამ პარტიაში გამართულ ბრიფინგზე ყოფილ თანაგუნდელს სასოწარკვეთილი და შეშინებული უწოდა.


ოქტომბერი 22 2024

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ გასამართლდებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წევრები.


ოქტომბერი 21 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბარში, შესაბამისი კითხვის პასუხად შეაფასა მოლდოვაში 20 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხზე და განაცხადა, რომ „ვერავითარი ტესტი ვერ ჩააბარა, დემოკრატიის ტესტი, მოლდოვამ ამ არჩევნების სახით“. ამასთან, მან კრიტიკულად შეაფასა ევროკავშირის ლიდერების განსხვავებული დამოკიდებულება საქართველოსა და მოლდოვის, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მიმართ და თქვა, რომ ეს არის „სირცხვილი“.


ოქტომბერი 21 2024

22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება.


ოქტომბერი 21 2024
მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო – საკონსულტაციო მომსახურება“ (ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი) ამოქმედდა, რომელიც „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაინერგა, – ამის შესახებ 
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ოქტომბერი 21 2024

სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის ჯარების დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.


ოქტომბერი 21 2024

ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოს საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.


ოქტომბერი 21 2024

მინდა მივმართო პარტნიორებს, ევროპელებს, თუ ამერიკელებს და ვუთხრა, რომ ჩვენ ვიქნებით ისეთი პარტნიორი და მოკავშირე, როგორიც არც დაესიზმრებათ, როდესაც ევროპაში შევალთ! - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე, სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ოქტომბერი 21 2024

მოლდოვაში, კენჭისყრის წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში მის ოპონენტ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.


გვერდი 292 სულ 959
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.