აპრილი 07 2025

,,დღეს იმ ევროსაბჭოს სხდომაზე მოუსმინონ ბოკუჩავებსა და სამადაშვილებს, რომლებსაც ქართულ საზოგადოებაში ლეგიტიმაცია არ აქვთ და ატყუონ ერთმანეთი. ჩვენ ასეთ გაერთიანებასთან და ამ ლიდერებთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საუბრისას განაცხადა.


აპრილი 07 2025

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.


აპრილი 07 2025

,,ვისურვებდი, როგორც ყველა ჩვენგანი, რომ პოლიტიკური პარტიები გაერთიანდნენ. ისინი ვერ ახერხებენ გაერთიანებას. სხვა გამოსავალს ვხედავ იმაში, რომ უნდა დავიწყოთ რაღაცის კეთება და ხელში ავიღოთ მართვის სადავეები”, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა, პაატა ბურჭულაძემ ,,ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.


აპრილი 04 2025

სალომე ზურაბიშვილს ისევ ოპოზიცია დაუპირისპირა „დიფ სთეითმა”, ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, სალომე ზურაბიშვილს, როგორც უკვე ვადაგასულ პროდუქტს ჩამოწერენ ქართული პოლიტიკიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის გაკრიტიკებას შეეხებოდა.


აპრილი 04 2025

ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას. არჩევნები როცა ტარდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, უარეს სცენარზეც გვქონდა გათვლილი და ეს უარესი სცენარი იქნებოდა იგივე მმართველობის დარჩენა ხელისუფლებაში, რაც მანამდე მოქმედებდა. ამ სცენარისთვისაც კი ვიყავით ჩვენ აბსოლუტურად მზად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


აპრილი 04 2025

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენები 1-ელი მაისიდან დაიწყება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, სერგეი კირიენკომ განაცხადა.


აპრილი 04 2025

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე გადაწყვეტილება 79 ხმით მიიღო. ოხანაშვილმა სუსის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა.


აპრილი 04 2025

ცვლილებები ცესკო-ში იმის მაჩვენებელია, რომ ძალიან ნერვიულობენ და არჩევნებისთვის ემზადებიან - იციან, რომ არჩევნების დანიშვნა მოუწევთ, ჩვენც მზად უნდა ვიყოთ,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.


აპრილი 04 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 1991 წელს დაბადებული ა.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


აპრილი 04 2025

კომისიის სხდომაზე დადგინდა, რომ ჩვენს სამხედროებს ჰქონდათ მაღალპროფესიული გეგმა, ისე რომ ცხინვალში არ შესულიყვნენ, ის რომ აეცილებინათ მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი. ეს გეგმა კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა და სააკაშვილმა გვერდზე გადადეს, ნაგავში ჩააგდეს და ომი აწარმოებს თავიანთი პოლიტიკური ხედვებით, რაც არის დანაშაული, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.


გვერდი 232 სულ 966
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.