შსს-ს ცნობით, სამინისტროსა და მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლობით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე გააძევეს.
„ფარას“ საკანონმდებლო სივრცე ემსახურება სწორედ იმას, რომ ქვეყანა იყოს სუვერენული, დაცული არაგამჭვირვალე, საეჭვო წარმომავლობის თანხებისგან, რომელთა მიზნობრიობაც არის არა ქვეყნისთვის სიკეთის გაკეთება, არამედ პირიქით, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როდესაც ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ხორციელდება და ახლდება ერთობა ჩვენი ღმერთთან და ერთმანეთთან. ეს არის ერთობა ქრისტეში, მის სხეულში, რომელიც სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, არის ეკლესია და რომლის თავიც არის თვით უფალი იესო ქრისტე, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების წმინდა მამათა კვირას და ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს ქადაგებისას განაცხადა.
“ძალიან დიდი ბედნიერებაა, მართლაც, ოცნებები ხდება. ძალიან ბედნიერი ვარ, სიტყვებით გადმოცემა ცოტა რთულია. ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის”, – ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, ხვიჩა კვარაცხელიამ განაცხადა.
“ყველა ბავშვს ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
