„ქართული ოცნების“ პარლამენტმა დღეს, 20 თებერვალს, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საბიუჯეტო დაფინანსებას ჰპირდება. კანონპროექტს, რომლის ინიციატორი „ქართული ოცნების“ მთავრობაა, 80-მა პოლიტიკოსმა დაუჭირა მხარი.
ხვიჩა კვარაცხელიამ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე PSG-ს მაისურით პირველი გოლი გაიტანა
ქუთაისში, დუმბაძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია, ე.წ. მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ერთი პირი, რომელიც, სავარაუდოდ, მისთვის განკუთვნილ მეტადონის უკანონოდ გამოტანას და რეალიზებას ცდილობდა.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი რუსეთ-უკრაინის საკითხთან მოლაპარაკებების ფონზე შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი არც ისე შორს არის, მაგრამ მისი პრეზიდენტობის დროს ეს არ მოხდება.
“ახალი საკანონმდებლო ცვლილებები კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტაბილურობისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოს გადარჩენისთვისაც”, – ამის შესახებ “საზოგადოება ქართულის” მიერ გავრცელებულ, ახალ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ განცხადებაში წერია.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული გუნდი კანადაში გამართული „ძლიერთა თამაშებიდან“ საქართველოში დაბრუნდა.
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსის, ლორა თორნტონის აზრით, მომიტინგეებმა საქართველოში პროტესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში უნდა გადაიყვანონ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი გრანტების შესახებ კანონს კიდევ ერთხელ აფასებს.
ვიდეო გალერეა
ჩვენს შესახებ
მოკლე ინფო
ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ
საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.