ცეზარი
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 190 C გრადუსზე. დაჭერით პური კუბიკებად და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე. მოასხურეთ 2 სუფრის კოვზი ზეთი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ლანგარი აქეთ-იქით გააქნიეთ, რომ მასზე ყველაფერი თანაბრად გადანაწილდეს. შედგით ღუმელში და აცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში. დროგამოშვებით შეანჯღრიეთ, რომ პური არ დაიწვას. გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ და გააცივეთ.
ამასობაში დადგით ტაფა მაღალ ცეცხლზე და მოასხით დარჩენილი 1 სუფრის კოვზი ზეთი. შეკაზმეთ ქათამი მარილით, წიწაკით და შეწვით ორივე მხრიდან(შეგიძლიათ ჯერ მოხარშოთ და შემდეგ მსუბუქად შებრაწოთ). გადმოიღეთ და გააცივეთ.
გარეცხეთ სალათის ფურცლები, გაამშრალეთ და ხელით დააქუცმაცეთ ჯვარისებურად.
დააბლენდერეთ ახლადგამოწურული ლიმონის წვენი(დაგჭირდებათ 2 ლიმონი), მაიონეზი, ყველი, ნიორი და ანჩოუსის ფილე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
დაჭერით ქათმის ხორცი ზოლებად. ნაზად შეურიეთ სალათის ფოთლები და გამომცხვარი პური. მოასხით სოუსი და მიირთვით გემრიელად!
წყარო: kulinaria.ge
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
