“სანქციები, რომელსაც ისინი რუსებს უწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის, ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ - ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ” - დონალდ ტრამპი ევროპაზე
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ და რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.
დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას.
კითხვაზე, დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ ასრულებენ“.
„ევროპა ჩემი მეგობარია, მაგრამ ისინი ნავთობს რუსეთიდან ყიდულობენ. ამიტომ, არ შეიძლება ველოდოთ, რომ ჩვენ ვიქნებით ერთადერთები, ვინც, სრული დატვირთვით მუშაობს. ევროპა ნავთობს რუსეთიდან ყიდულობს. მე არ მინდა, რომ მათ ნავთობი იყიდონ. სანქციები, რომლებსაც ისინი აწესებენ, საკმარისად მკაცრი არ არის. მზად ვარ სანქციების დასაწესებლად, მაგრამ მათ მოუწევთ თავიანთი სანქციების გამკაცრება იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ. განვმარტავ, რომ წინ ვერ წახვალ, სანამ ისინი არ წავლენ წინ. კარგი, მე მზად ვარ წინ წასასვლელად, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ ახლა საუბრობენ და არ მოქმედებენ. ისინი ნავთობს რუსეთისგან ყიდულობენ. ჩვენ არ ვყიდულობთ ნავთობს რუსეთისგან. ისინი დიდი რაოდენობით ნავთობს ყიდულობენ რუსეთისგან“, - აღნიშნა ტრამპმა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
