კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლა, როგორც დაწყებითი ასევე საბაზისო საფეხურზე მყოფი მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ „ღამის კურიერში“ საუბრის დროს განაცხადა.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, 1998 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრას ბულგარეთთანგამართავს.
საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მზადებას მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის. 4 სექტემბრიდან ქვეყნის მასშტაბით გახსნილია და მუშაობს 3 051 საარჩევნო უბანი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინას იძულებით გადაადგილებულ 852 ოჯახს გადასცემს.
“რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მოშლილია, ორად გაყოფილი, „ნაცმოძრაობა” და „ახალი” ღალატად აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობას და ხაზარაძე და გახარია, 2 პარტია არჩევნებში მონაწილეობს, რეალურად, გაიხლიჩა რადიკალური ოპოზიცია, რაც ძალიან კარგია, ეს ყველაფერი გვიმარტივებს 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებას,” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის, კახეთის, გურიის, იმერეთისა და მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
