May 13, 2026

სექტემბერი 23 2025

4 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებულია 12 პოლიტიკური პარტია და პარტიული სია. თბილისში რეგისტრირებულია მერობის 9 კანდიდატი. თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის პარტიული სია წარადგინა 12-ივე პოლიტიკურმა გაერთიანებამ. ამის შესახებ ცესკოს ინფორმაციაშია ნათქვამია.


სექტემბერი 23 2025

სოხუმში განიხილავენ საზღაო მიმოსვლის დამყარების შესაძლებლობას სირიის პორტებთან.


სექტემბერი 23 2025

იტალიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებული კამპანია დაიწყო, რომელიც ახალი ომიკრონის შტამისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვას ისახავს მიზნად.


სექტემბერი 23 2025

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაშიფრული სქემაა, რომ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, უცხოური ძალების მხრიდან აგენტურული ქსელის შესაქმნელად ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა.


სექტემბერი 23 2025

სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერავინ შეძლებს დაუპირისპირდეს. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


სექტემბერი 23 2025

ფრთხილად იყვნენ, არ მოსრიალდნენ - როგორ შეიძლება ანა წითლიძისგანცხადება შეაფასო?! 4 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას! - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძეანა წითლიძის განცხადებას 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, სადაც მან აღნიშნა, რომ „გდდ-ის 4 ათასი თანამშრომელი ვერ მოერევა საქართველოს ათასობით მოქალაქეს, თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე“.



სექტემბერი 22 2025

აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სოხუმის ბაბუშერას აეროპორტში დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორ კობა კობალაძესთან ერთად დიღმის ძმათა სასაფლაოზე მიაგო პატივი


სექტემბერი 22 2025

,,პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი”, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.


სექტემბერი 22 2025

თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დავამონტაჟებთ ვიდეოკამერებს - აბა, გაბედოს ვინმემ, რომ სხვადასხვა უბანზე შევიდეს, ან შევიდეს ისეთ საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული არ არის - სისხლის სამართლის ბრალდებით დაისჯებიან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.


გვერდი 111 სულ 1001
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.