September 23, 2025

ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო მიმოსვლის დამყარება სურს

სოხუმში განიხილავენ საზღაო მიმოსვლის დამყარების შესაძლებლობას სირიის პორტებთან.

 

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი თეიმურაზ მიქვაბია აცხადებს, მხარეები სატრანსპორტო-ლოგისტიკური კავშირის საკითხებს განიხილავენ.

 

„ჩვენ უკვე არაერთ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი [სირიის არაბულ რესპუბლიკასთან] მთავრობისა და უწყებების დონეზე და ასევე ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კავშირებზე. მომავალში, ჩვენ აუცილებლად დავაყენებთ საჰაერო კავშირების საკითხს, რადგან დამასკში აეროპორტი ფუნქციონირებს. მიმაჩნია, რომ ჩვენსა და სირიის პორტებს შორის პირდაპირი საზღვაო კავშირების შესაძლებლობა შესაძლოა სასარგებლო იყოს როგორც ჩვენთვის, ასევე სირიული მხარისთვის“, - თქვა მან.

 

მიქვაბიამ გაიხსენა, რომ აფხაზური დელეგაცია დამასკის 62-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო შეხვედრები გაიმართა "აფხაზეთის მთავრობის" წარმომადგენლებთან.

 

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წელს აღიარა, რის შემდეგაც საქართველომ დამასკთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. სირიის დედაქალაქში "აფხაზეთის საელჩო" 2020 წელს გაიხსნა.

 

საქართველომ თურქეთს მიმართა თხოვნით ეშუამავლა სირიის ახალ მთავრობასთან მოლაპარაკებებში, საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "აღიარების" გაუქმებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოწოდებებით სირიის ხელისუფლებას ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებმა, ასევე აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიმართეს, დამასკს ამ მოწოდებებზე კომენტარი არ გაუკეთა.

წაკითხვა 124 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 23 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.