დღეს სკოლებში პირველკლასელთათვის პირველი ზარი ირეკება. 15 სექტემბერს, საქართველოს მასშტაბით, სკოლებში ახალი სასწავლო წელი იწყება. წელს პირველ კლასში 42 000-მდე მოსწავლე საჯარო სკოლაში, ხოლო 7000-მდე კერძო სკოლაში იწყებს სწავლას.
,,ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე “ფეისბუკზე” წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეჭვი ეპარება, რომ უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შორის პირდაპირი მოლაპარაკება შესაძლებელია და მიზეზად იმას ასახელებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმირ პუტინს ერთმანეთი სძულთ.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ და რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ.
წუხელ ლენინგრადის ოლქში ხანძარი გაჩნდა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და ერთდროულად ორი სარკინიგზო ავარია მოხდა.
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ჯერ არ არის დანიშნული და შესაბამისად ტელეფონი ჯერ არ დაუთვალიერებიათ.
საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უკანონო ქმედების განხორციელების სანაცვლოდ ქრთამის დაპირების, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
