შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფისა“ და „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთებზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული ო.ე., 1993 წელს დაბადებული რ.დ., 1989 წელს დაბადებული ს.ა. და 1998 წელს დაბადებული დ.თ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.
ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ამ მოღალატეთა და კრიმინალთა რუსული ბანდის ნამდვილი სახე, - ასე შეაფასა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ გუშინ, მელიქიშვილის გამზირზე თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.
ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ, რომ არსებული 30 „აკაცუკი“ არავის აინტერესებს, არც მათი ჩხავილი, ხავილი,-ასე შეაფასა თბილისი მერმა, კახა კალაძემ გუშინ მელიქიშვილის გამზირზე მის საარჩევნო შტაბთან მომხდარი დაპირისპირება.
ნეპალის კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც კომუნისტი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, სოციალური ქსელების აკრძალვა გადაიფიქრა. ამ შედეგს ნეპალელებმა, ძირითადად, ახალგაზრდებმა მიაღწიეს საპროტესტო გამოსვლებით. 8 სექტემბერს, მასობრივი არეულობების შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინამ და ევროკომისიამ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ბოლო, მეხუთე კლასტერის სკრინინგი დაიწყეს, რომელიც სოფლის მეურნეობას ეხება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
ხალხის ძალას ყველა ნახავს 4 ოქტომბერს. თქვენ მკითხეთ, როგორ წარმოგიდგენიათ ეგ დღეო – მარტივად წარმომიდგენია, საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად პოლიტიკური პოზიციებისა, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, იბრძოლებენ ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
„ერთი რაც ძალიან ნათლად გამოჩნდა, ინფორმატორი ანიტა – ლევან ხაბეიშვილი რეალობა ყოფილა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა, სოფო ჯაფარიძის, ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ თანამდებობა დატოვა.
