“სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერავინ შეძლებს დაუპირისპირდეს” - ანა წითლიძე
სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერავინ შეძლებს დაუპირისპირდეს. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ ქვეყანაში თუ ვინმე 13 წლის განმავლობაში ძალადობს, ეს არის რეჟიმი.
„ჩვენ გვინახავს ე.წ. ხელისუფლების უკანონო ქმედებები საქართველოს მოქალაქეებზე, როგორ სცემენ, აწამებენ და სასიკვდილოდ იმეტებენ ადამიანებს. ჩვენ გვინახავს სპეცრაზმი, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა ლევან ხაბეიშვილი. გუკა როგავას დაზიანების ამბავი, ღმერთმა რომ გადაარჩინა. ის ახალგაზრდა ადამიანი, თავში რომ ურტყამდნენ წაქცეულს და ისიც რომ ღმერთმა გადაარჩინა, ალბათ კარგად გახსოვთ. ე.წ. ხელისუფლება, რეალურად ივანიშვილის კრიმინალური ბანდა გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც საქართველოს მოქალაქეებში. ის გამორჩეულია საქართველოს მოქალაქეებზე სისასტიკით, საქართველოს 500-მდე მოქალაქე სასტიკად დაარბია და სასიკვდილოდ გაიმეტა. არცერთი სპეცრაზმელი დღეს არ არის დასჯილი. საქართველოს მოქალაქეები 4 ოქტომბერს აპირებენ მშვიდობიანად იდგნენ და დაასრულონ რეჟიმი. აქციაზე მოდიან საკუთარი შვილებით, ოჯახის წევრებით.
ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ საქართველოს ერთი მოქალაქე მაინც დაჩაგროს რეჟიმმა. გდდ-ს 4 ათასი თანამშრომელი, რომელსაც არანაირი მოტივაცია არ აქვს საერთოდ, განსაკუთრებით, იმ რღვევის შემდეგ, რაც „ქართულ ოცნებაში“ ხდება, ვერ მოერევა ათასობით საქართველოს მოქალაქეს, თუ თუ ის გაბედავს, რომ ხელი აწიოს მათზე.
მშვიდობიანი იყო ყველა აქცია, მათ შორის დეკემბრის აქციები, „რუსული კანონის“ დროს აქციები, როდესაც საქართველოს მოქალაქეები სასტიკად ცემეს. ლევან ხაბეიშვილი რომ გაიტაცეს და სასტიკად სცემეს, მშვიდობიანად იდგა და უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. დავით ქაცარავა მშვიდობიანად იდგა და აპროტესტებდა. გუკა როგავაც პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და მშვიდობიანად იდგა, როცა გდდ-ის სპეცრაზმელი მივიდა და სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს პრაქტიკა არის ხელისუფლების მხრიდან, მშვიდობიან მოქალაქეებს არბევს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - თუ გადაწყვეტენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუსწორდნენ და ისე სასტიკად მოექცნენ, როგორც რეჟიმი ყველა აქციის დროს იქცეოდა, მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ კონსტიტუციური უფლება დაიცვან თავი. ამ ქვეყანაში ერთადერთი, 13 წლის განმავლობაში, თუ ვინმე ძალადობს, ეს არის რეჟიმი, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს მოქალაქეებში, ამიტომ მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა ჰგონია, რომ შეუძლია ასეთი ძალადობით. სახელმწიფო დაცვის სამსახური კი არა, სულ რომ უცხოპლანეტელები ჩამოიყვანოს 4 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც ქუჩაში იდგება, ვერ შეძლებს ვერავინ დაუპირისპირდეს. მართალი ხალხის ძალა არის ის, რასთანაც ყოველთვის წააგებს ოლიგარქი“,- განაცხადა ანა წითლიძემ.
სიახლეები
- “ისე წერენ ალექსანდრე კარტოზიაზე, შევარდნაძის მთავრობაში განათლების მინისტრი იყოო, თითქოს “ვივამედელი” მასხარა იუსტიციის მინისტრის პოსტს არ იკავებდა” - გიორგი გამსახურდია
- პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულება – სალომე ზურაბიშვილი
- ცესკო მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის რეგისტრირებული პარტიული სიების, მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ოკუპირებულ აფხაზეთს სირიასთან საზღვაო მიმოსვლის დამყარება სურს
- იტალიამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებული კამპანია დაიწყო