სექტემბერი 12 2025

„გედევან ფოფხაძე არის უბინძურესი ადამიანი, ყველაფრის მკადრებელი. მისგან მეტს არაფერს უნდა ელოდო ადამიანი, ისეთი რაღაცები იკადრა. ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები იმიტომ, რომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ, ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ ვინ იყო გედევან ფოფხაძე“, – ასე გამოეხმაურა დღეს,თბილისის მერი კახა კალაძე „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ თუ ვინმე ბიძინა ივანიშვილს ცეცხლს წაუკიდებს, მას არ ეწყინება.


სექტემბერი 12 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლების შეცვლა მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მართვის უფლებით, შესაძლებელია პრაქტიკული გამოცდის პირველი და მეორე ეტაპის ჩაბარებით.


სექტემბერი 12 2025

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 42 პირი – მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.


სექტემბერი 12 2025

როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე  ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.


სექტემბერი 12 2025

პოლონეთი ბელარუსთან საზღვარს 12 სექტემბრის ჩათვლით სრულად ჩაკეტავს.


სექტემბერი 12 2025

„ტრაგედიამ, რომელიც ამერიკაში დატრიალდა, შეძრა საზოგადოება მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებსაც კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის შესახებ აქამდე არც სმენოდათ,“ – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კონსერვატორი სპიკერის ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.


სექტემბერი 12 2025

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტის კითხვაზე, ღელავდა თუ არა საკუთარი უსაფრთხოების გამო, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ქვეყანაზე ღელავს.


სექტემბერი 12 2025

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. უწყების ცნობითვე, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე. მათ შორის არიან – იორდანიის, ინდოეთის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები.


სექტემბერი 12 2025

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს 27 წლითა და სამი თვის პატიმრობა მიუსაჯა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.


სექტემბერი 12 2025

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობის შესახებ რადიკალების მხრიდან გაკეთებულ სარკასტულ და დამცინავ კომენტარებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.


გვერდი 108 სულ 986
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.