სამწუხაროდ, ქვეყანაში ფიქსირდება ინფიცირების მკვეთრი ზრდა, რაც უაღრესად საყურადღებოა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
თბილისის მერიამ 2019 წლის აპრილში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა და დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი დღეიდან უმასპინძლებს.
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისში არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაქალაქარი აღმოაჩინეს.
ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა.
აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია, აქედან მოტყუებით გაიყვანეს, - ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ტყიბულში მეშახტემ პროტესტის ნიშნად დირექტორის კაბინეტში ვენები გადაიჭრა. ის ტყიბულის საავადმყოფოდან შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ცოტა ხნის წინ გაწერეს.