July 10, 2025

“ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას” - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია გვაწყობს, არც ბოიკოტის, ჩვენი თემაა, გავაცოცხლოთ წინააღმდეგობის პლატფორმა, რომელიც ჩამოაყალიბებს გარდამავალ მთავრობას, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,  არსებული ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობა.

 

„ჩვენ ვართ რაღაცა აბსურდულ თეატრში და ყველა თამაშობს თავის როლს იმ დონეზე, რომ მიდის ლანძღვა, გინება, ბულინგი.  რეალურად, დარწმუნებული ვარ, რომ არ ჩატარდება ეს არჩევნები, ბოლომდე არ მიიყვანს ეს ხელისუფლება არჩევნების მითს, მაგრამ მანამდე კი გაიხლიჩა ოპოზიცია, დასუსტდა პროტესტი. ჩვენი ერთადერთი ძალაა ერთობა. მეორე მხრივ, ბოიკოტის კამპანიაც არის აბსურდი. არ არსებობს მაგალითი ბოიკოტის, რომელიც გამოცხადებულ იქნა, როგორც რამე გამარჯვება. ცხადია, დღევანდელ პირობებში როგორც გაყალბდება არჩევნები, თუ ვინმემ მიიღო მონაწილეობა, ასევე გააყალბებენ ბოიკოტს, კიდევ უფრო ადვილად, რადგან შიშის, ფულის, მუქარის პირობებში შეიძლება, წაიყვანო ადამიანები არჩევნებამდე და დათვლადი თუ იქნეს ეს ბოიკოტი, შეუძლია რეჟიმს, ეს გაასაღოს როგორც მისი გამარჯვება. დიქტატორულ რეჟიმებში ასე მთავრდება ბოიკოტი. მინდა, წარმოგიდგინოთ რეალისტური გეგმა, რომელიც მოითხოვს, მოვიდეთ გონს, ჩვენი თემა არის, როგორ გავაძლიეროთ პროტესტი, რომელმაც მოგვიყვანა ყველა ამ დღემდე. ეს მოითხოვს პირველ რიგში, რომ გაძლიერდეს და გაცოცხლდეს წინააღმდეგობის პლატფორმა. ამაში უნდა შემოვიყვანოთ ყველა ის ფორმატი და ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა კუთხით იკრიბებიან, აქვთ მოსაზრებები. ამ პლატფორმამ უნდა ჩამოაყალიბოს გარდამავალი მთავრობა, რადგან არავის უყვარს ვაკუუმი. ჩვენი საზოგადოების წუხილი იქიდანაც მომდინარეობს, რომ ვერ ხედავენ, ესენი თუ არა, აბა ვინ? ეს არის მუდმივი კითხვა. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავანახოთ საზოგადოებას, ასევე უცხოელ საზოგადოებას, ვინ იქნება ხვალ, როცა ეს დაწყებული ჩამოშლის პროცესი დასრულდება რეჟიმის დასრულებით. ჩვენი ერთად გადასაწყვეტია, ესენი არიან ნაკლებად პოლიტიკოსები და მეტად ტექნიკური პროფესიონალები, ეს არის მართლაც აუცილებლობა იმისთვის რომ ჩვენ გავიდეთ ფონს. მესამე, რაც გვჭირდება, ეს არის სამოქმედო გეგმა, პროგრამა, ეს არის „ქართული ქარტია“, რომელსაც სჭირდება განახლება. მისი მიღების შემდეგ რაღაცები შეიცვალა, თუმცა არსებითი ნაწილები არ შეცვლილა. ასევე, უკვე გვაქვს დოკუმენტი, რომელიც ასახავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომელიც უნდა იყოს მიღწეული ახალი, თავისუფალი საპარლამენტო არჩევნებისთვის, რაც მოჰყვება ასევე ამ რეჟიმის ჩამოშლას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 153 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 09 2025

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.