ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა
ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე დაინიშნა.
ირაკლი ქარქაშაძეს ამ დრომდე საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატაში საავიაციო კომიტეტის მდივნის თანამდებობა ეკავა.
იყო ავიაკომპანია „ავიატორი +“ ის ადმინისტრაციული მენეჯერი. 2014-2016 წლებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდა. ამავე წლებში ის ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციაში სარეკლამო დირექტორის თანამდებობაზე იყო . ირაკლი ქარქაშაძეს ავსტრიაში აქვს გავლილი პროფესიული სამაგისტრო პროგრამა საავიაციო მენეჯმენტის განხრით. ასევე საფრანგეთში სართაშორისო მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების კურსი.
ქუთაისის მერის მოადგილის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნინო თვალთვაძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე ორი კვირის წინ თანამდებობა დატოვა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
