„ივანიშვილის რეჟიმი ახლა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ბოლო ფაზაშია" - ნინო კალანდაძე
„ივანიშვილის რეჟიმი ახლა ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის ბოლო ფაზაშია. ამას მოწმობს რეპრესიების დაჩქარებული ტემპი, აქტივისტების და პოლიტიკოსების დაპატიმრება, რეპრესიული კანონმდებლობის მიღება და, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად გამკაცრება. მათ ახლა, რაც შეიძლება სწრაფად, უნდა დაასრულონ დემოკრატია და მისი ყველა დარჩენილი გამოვლინება: პოლიტიკური ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები - ის ხელშემშლელი, რაც წინ ეღობება სრულმასშტაბიან ავტორიტარულ მმართველობას,“ - ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში "ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დირექტორი ნინო კალანდაძე აცხადებს.
მისი თქმით, პოლიტიკური ლიდერების საპატიმროში გამოკეტვას რამდენიმე მიზანი აქვს: ოპოზიციის კიდევ უფრო დასუსტება/განეიტრალება; ძალის დემონსტრირება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ და პატიმრების სავაჭრო კაპიტალად გამოყენება, როცა ივანიშვილს შესაძლებლობა მიეცემა თავისთვის ხელსაყრელ პირობებზე ივაჭროს ცალკეულ პარტიებთან და დასავლეთთან.
როგორც ნინო კლანდაძე განმარტავს, ივანიშვილის მთავარ ამოცანას ახლა წარმოადგენს შეინარჩუნოს უპირობო ძალაუფლება ისე, რომ მას გარკვეული ლეგიტიმაცია მაინც ქონდეს. ამისთვის მას სჭირდება სავაჭრო ბერკეტები, რისთვისაც იდეალური ბერკეტია პოლიტიკური პატიმრები.
FirstNews.ge გთავაზობთ ინტერვიუს ნინო კალანდაძესთან:
- გიორგი გახარიას ემიგრანტობა იმაზე ხომ არ მიუთითებს, რომ მასაც ციხე ემუქრება?
- დიდი ალბათობით ამის ნიშანია. ვინაიდან, ცხადია, რომ ყველა ლოგიკით, მის მიმართ იგივე სტანდარტი და საპატიმრო სასჯელი იქნება გამოყენებული, როგორც ყველა დანარჩენის მიმართ, ვინც არ ცნო კომისიის ლეგიტიმაცია და არ გამოცხადდა იქ. იგი, ალბათ, თავის მხრივ ვაჭრობს რეჟიმის ლეგიტიმაციის სანაცვლოდ მოიპოვოს თავისუფლება. ამ თვალსაზრისით გახარია ყველაზე მარტივი სამიზნეა.
- ოპოზიციის ლიდერები რევოლუციური სცენარის განვითარებაზეც საუბრობენ, თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ეს?
- რევოლუციის პერსპექტივას მე დიდი ხანია ვერ ვხედავ ამ ქვეყანაში. ამის პრევენციას კი აკეთებს სწორედ ივანიშვილი სახელმწიფოს მიტაცებისა და ძალაუფლების კონსოლიდაციის გზით. რევოლუციას სჭირდება ძალა, რესურსი და სახალხო მხარდაჭერა. არსებულ პოლიტიკურ ოპოზიციას არცერთი არ გააჩნია.
- როგორ შეიძლება განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი?
- მთავარი ამოსავალი წერტილია, რომ შენარჩუნდეს რეჟიმის არალეგიტიმური სტატუსი. ამ პირობებში ჩვეულ დღის წესრიგს ვერ დაუბრუნდება „ოცნება“. ამასთან უნდა შენარჩუნდეს დასავლეთის ზეწოლა, რეჟიმის დასუსტების მიზნით. მხოლოდ ამ პირობებში იქნება ახალი არჩევნები შესაძლებელი. და მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია გამოსავალი არსებული კრიზისიდან.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა