"ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია" - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ვინც მოშიმშილესთან მიდის და “თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს”, თვითმკვლელობას უწყობს ხელს.
აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილი “ფეისბუქზე” წერს.
“ყველა, ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია!
ეს გერმანელებსაც ეხება”,- წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც 5 პირი შიმშილობს, დღეს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი მივიდა.
დიპლომატი მოშიმშილეებს, მათ შორის პოლიტიკოსებს, ელენე ხოშტარიას და გედევან ფოფხაძეს გაესაუბრა.
საქართველოს პარლამენტთან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გუშინ, გედევან ფოფხაძემ კი დღეს დაიწყო.
დღესვე, ხოშტარიასა და ფოფხაძის შიმშილობის აქტს შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტები ვასილ ელიავა, გიორგი სტეპანოვა და ბაჩო კუცია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
