თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს
თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან პაციენტის გაყვანამდე რამდენიმე საათით ადრე, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა შეაფასა.
ლევან რატიანის თქმით, რიჟვაძე სტაბილურად მძიმეა, თუმცა შენარჩუნებულია დადებითი დინამიკა და მართვითი სუნთქვიდან ის მალე უნდა მოხსნას.
გულმკერდში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი კლინიკაში სამი დღის წინ შეიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, კახეთში ალექსანდრე ახვლედიანთან სტუმრად ყოფნის დროს, აჭარის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, იარაღით თვითდაზიანება მიიყენა. ტყვიამ ფილტვი დააზიანა.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
