May 22, 2025

ნოემბერი 12 2019 წაკითხვა 1124 ჯერ

4 ნოემბერს გამოქვეყნდა იტალიელი რეჟისორის, რიკარდო სპინოტის ფილმის, Now is Everything-ისტრეილერი, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, ირაკლი კვირიკაძე ოსკაროსან მსახიობ, ენტონი ჰოპკინსთან ერთად თამაშობს.

ნოემბერი 12 2019 წაკითხვა 1648 ჯერ

ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. ამასთან, საელჩო აქვეყნებს ცხელი ხაზის ნომერს: +972526919092.

ნოემბერი 12 2019 წაკითხვა 695 ჯერ

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას – "რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy). პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) მიერ.

ნოემბერი 12 2019 წაკითხვა 757 ჯერ

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაჰყავს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ, დამატებითი კვლევებისთვის.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ადგილზე სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.

 

მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ნოემბერი 11 2019 წაკითხვა 1029 ჯერ

13 ნოემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისის ცენტრალურ არქივში გაიხსნება გამოფენა ,,ქუთაისი - დემოკრატიული საქართველოს წიაღში’’.

ნოემბერი 11 2019 წაკითხვა 675 ჯერ

“ივანიშვილმა აირჩია ის გზა, რაც ყველაზე უკეთესად გამოსდის - ქველმოქმედება.

გვერდი 608 სულ 689
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.