"აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის" "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან" თანამშრომლობით ახალი პროგრამის განხორციელებას იწყებს
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას – "რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაცით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის" (DRIVE Democracy: Developing Regional Information and Voter Empowerment for Democracy). პროექტი დაფინანსებულია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) მიერ.
პროგრამა ემსახურება, ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გაძლიერების ნიადაგზე, მათი საჭიროებების წინა პლანზე წამოწევას, არჩეული თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის ხარისხობრივ გაუჯობესებას და პოლიტიკური პარტიების პროგრამებში მოქალაქეთა ინტერესების/საჭიროებების გათვალისწინებას. პროექტი, ასევე, მიმართულია ზოგადად, პოლიტიკური და დემოკრატიული კულტურის გაუმჯობესებისკენ საქართველოში.
პროექტში მონაწილეობისთვის ცხადდება აპლიკაციების მიღება თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში აქტიური, სამოქალაქო ინიციატივებით, მოხალისეობრივი საქმიანობით, საჯარო პოლიტიკისა და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის 18 წლიდან.
პროექტი მოიცავს ინტენსიურ ტრენინგ–კურსს, რომლის შემდეგაც მონაწილეები ჩაერთვებიან რეგიონული განვითარების საჭიროებების კვლევასა და პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაში, მონაწილეობას მიიღებენ მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის ფორმატის შეხვედრებსა და სამოქალაქო კონგრესებში.
პროექტს აფინანსებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო( USAID).
მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან პროგრამის შესახებ ეწვიეთ➡️➡️ ვებ-გვერდს: www.eecmd.org
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2019 წლის 24 ნოემბერი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
