ქუთაისის ბიუჯეტი 3,2 მილიონი ლარით იზრდება. რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურულ მიმართულებას მოხმარდება. საუბარია 10 პროექტზე, რომელიც მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა. აღნიშნულ საკითხი საკრებულომ რიგგარეშე მე-14 სხდომაზე დაამტკიცა.
გარემოს ეროვნული სააგენტო 23-25 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
უნდა დავფიქრდეთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი ისეთი, რომ ჩვენი ლოცვა უფრო შედეგიანი, უფრო ნაყოფიერი იყოს და დავუკვირდეთ, როგორი განწყობით ვლოცულობთ… მაშინ ყველაფერი გაიხსნება ჩვენ წინაშე და ღმერთი გახდება ჩვენთვის ცოცხალი, ახლობელი და სასწაულთმოქმედი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
ქუთაისში ევროპის მე-8 ოლიმპიადა ჩატარდა ფიზიკაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 15-19 ივლისს მასპინძლობდა. მასში 55 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,18 ივლისის დღის ბოლოდან 21 ივლისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.