"უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე

უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება - ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრძოლა მიმდინარეობს არა ერთი რომელიმე კანონის წინააღმდეგ, არამედ ქვეყნის გადარჩენისთვის.

 

„კანონები არაფერია. უამრავი ხალხია გამოსული. არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს, მით უმეტეს, როდესაც პრინციპული საკითხები წყდება. ეს აღარ არის რომელიმე კანონის წინააღმდეგ, ეს უკვე არის ბრძოლა ამ ქვეყნისთვის, მის მართლა გადარჩენისთვის და იმის გამოსაცხადებლად, რომ რუსული საქართველო არ გვინდა და ამასთან დაკავშირებით, მგონი, ძალიან ერთიანი ვართ.

 

ჩემი საქმე არ არის, რომ გეგმა დავსახო. არავის აქვს არასდროს გეგმა, რომელიც ავტორიტარიზმს და რუსეთს დაამარცხებს, ერთადერთი გეგმა არის ერთად ყოფნა, არ შეგუება და ერთადერთი გეგმა არის ის, რომ სიმართლე არის ჩვენს მხარეს. ვინც სვამს კითხვას გეგმაზე, თვითონ თქვას, როგორი გეგმა შეიძლება იყოს. გეგმა აგერ არის: ეს ხალხი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 104 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.