აშშ-ს საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს
აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:
“ისთ ფოინთ” სავაჭრო ცენტრში - ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში - შოთა რუსთაველის გამზირი 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] - დავით აღმაშენებლის გამზირი 16.
თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის. დამატებით ინფორმაციას, როცა გვექნება, შეგატყობინებთ",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდზე ავრცელებს.
საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
