ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლაში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები დააჯილდოვეს. საქართველოს ჩემპიონატი ბათუმში ჩატარდა , 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
ქუთაისელ მოჭადრაკეები მარიამ გიორგაძე, ბარბარე აშოთია და გაბრიელ გაბადაძე ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ, მეორე ადგილზე გავიდა ლილე სვანიძე, მესამე ადგილი კი მარიამ მიქაძემ, ანასტასია ჭიჭინაძემ, თეკლა კოღუაშვილმა და ანდრია ყუბანეიშვილმა მოიპოვეს.
ახალგაზრდა მოჭადრაკეებს და მათ მწვრთნელებს საქართველოს საჭადრაკო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებები ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ მიულოცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა წარმატებულ სპორტსმენებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
