"ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა" - მიხეილ სააკაშვილი
ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის” მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი” თითქმის არ მივიდა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი საპატიმრო დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე განთავსდა.
როგორც სააკაშვილი წერს, დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ გასულ წლებში „ჯენზის” თაობის წარმომადგენლებმა თავდადება აჩვენეს, ახლა კი პროტესტში აღარ ჩანან.
„ისე როგორ მოხდა, რომ ძირითადად „ჯენზის“ მოწამვლის გასაპროტესტებლად, „ჯენზი“ თითქმის არ მივიდა.
არ დამიწყოთ ახლა პოლიტიკოსებმა გაუცრუეს იმედებიო. ნეპალში „ჯენზის“ არცერთმა პოლიტიკოსმა არ დაუჭირა მხარი (ჩემი „ჯენზი“ შვილი ნიკუშა, რომელიც მაშინ ნეპალში იმყოფებოდა, მომიყვა) და ასევე უკრაინაში ანტიკორუფციული ორგანოების დასაცავად, ამ ცოტახნის წინ, მხოლოდ „ჯენზი“ გამოვიდა, პოლიტიკოსების გარეშე.
პოლიტიკოსებმა ძირითადად თავდადება გამოავლინეს, არ შეუშინდნენ რა ყვარყვარეს ციხეს. თავდადება აჩვენეს „ჯენზი“ ახალგაზრდებმაც, ხოლო ახლანდელ სიტუაციაზე ყველას გვმართებს დაფიქრება”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
