დეკემბერი 15 2020

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა აფრიკის დასახლებაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

"ნაძირლებო !!! მიადექით ხო უქონელ , გაუბედურებულ , შეციებულ მშიერ ადამიანებს !!!!!!!!!!!
ასე რამ გაგამხეცათ თუ დამკვეთებს თუ შემსრულებლებს მივმართავ !!!!
ხალხს გარეთ ტოვებთ სიცივეში და კიდეც დასცინით თქვე ურჯულოებო !!!
ტფუუუუუ თქვენი ჯიში და ჯილაგი,"- წერს ის.
 
 
 

დეკემბერი 15 2020

პატარა სტაბილიზაცია, რომელსაც  ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ, არის ცალსახად შეზღუდვების შედეგი და პირდაპირ დაკავშირებულია მობილობის რეგულირებასთან,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.


დეკემბერი 15 2020

ჩემი აზრით შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას და არსებული რეგულაციები უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ  განაცხადა. 


დეკემბერი 15 2020
"საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს სამედიცინო დაწესებულებებში მინუს 70 გრადუსზე ვაქცინის შენახვის პირობები კი არა, სველი წერტილებიც არ არის მოწესრიგებული. ასეთ პირობებში ვაქცინის შემოტანამ შესაძლოა უარესი შედეგიც მოგვიტანოს, რადგან მის შენახვასა და მოხმარებას თავისი პროტოკოლი აქვს და ტრენინგები სჭირდება. "ფაიზერმა" კი შეიმუშავა მშრალი ყინულის კონტეინერები, რათა გადატანისას ვაქცინა ცივად დარჩეს, მაგრამ სპეციალური საყინულეების უქონლობის გამო, მისი მიწოდება პრობლემებს წარმოქმნის".

დეკემბერი 15 2020

აფრიკის დასახლებაში, სადაც თბილისის მერიამ შენობების დემონტაჟი დაიწყო სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივები მომუშავეებს დემონტაჟის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, არიან დაკავებულებიც.


დეკემბერი 15 2020

ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები, ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა და ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური, რომლებიც შლიან დღეს რეალურად ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.


დეკემბერი 15 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზვიად კუპრავა სოციალური ქსელით ეხმაურება გრიგოლ ვაშაძის მიერ პარტიის დატოვებას.


დეკემბერი 15 2020

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ პარტიიდან გრიგოლ ვაშაძის წასვლა ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ბევრისთვის – არა.


დეკემბერი 15 2020

მსახიობი კახი კავსაძე კორონავრიუსისგან გამოჯანმრთელდა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაეწერა.


დეკემბერი 15 2020

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება. მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძე ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული“.


გვერდი 998 სულ 1384
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.