დღეს ვართ დამოუკიდებლები, ვართ თავისუფლები, თუმცა ჯერ კიდევ გვჭირდება ჩვენი ცნობიერების გათავისუფლება და ინსტიტუტების გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახძის განცხადებით, დარწმუნებულია, უახლოეს დღეებში ოპოზიციის დიდი ნაწილი საპარლამენტო მუშაობას შეუერთდება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ალეკო ელისაშვილის გზა აირჩია. ამის შესახებ მან საქართველოს პარლამენტთან განაცხადა.
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 1 694-ს შეადგენს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 4 146 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 894 ტესტი.
საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 129 ადამიანი გამოჯანმრთელდა ,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მონა, მონა"- ამ შეძახილებით საქართველოს პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი.
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ინტერვენციის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრესსპიკერმა განაცხადა.
მეათე მოწვევის პარლამენტი დღეს, პირველ სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობების პირებს აირჩევს.
დღეს, პარლამენტის სასახლეში ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე გაიხსნება.
